მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევს'' – ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ...

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევს” – ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ შარშან, 5 დეკემბერს მიიღო, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა

Published on

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევს.  4 დეკემბრიდან, მას მერე, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეობა დაკარგა და ის კანონმდებლობით ვეღარ იქნება ენმ-ს თავმჯდომარე, პარტია გუნდურ მმართველობას გააგრძელებს'' –  ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ შარშან,  5 დეკემბერს მიიღო.
 
 

"ჩვენ როგორც პარტია და როგორც პოლიტიკოსები, ვემორჩილებით კანონს, ვემორჩილებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, შესაბამისად, გუშინდელი დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აღარ გახლავთ ენმ-ს თავმჯდომარე. უკვე სამი წელია პარტია გადასულია გუნდურ მმართველობაზე, არსებობს პოლიტსაბჭო, მისი თავმჯდომარე და გენერალური მდივანი და სწორედ ეს სტრუქტურები იღებს გადაწყვეტილებას პარტიაში, ამიტომ არანაირი საჭიროება და მიზანშეწონილობა არ არსებობს ახალი თავმჯდომარის არჩევის, პარტია გააგრძელებს გუნდურ მართვას", – განაცხადა  მაშინ დავით ბაქრაძემ.
 თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხალხის მეხსიერება ხანმოკლეა, ძალიან ცდება, სოციალურ ქსელში ხშირად იხსენებენ ამ გადაწყვეტილებას ახლა, როცა   ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიზანმიმართული კამპანია წამოიწყეს პარტიის ლიდერშიფის ერთმა ნაწილმა და პარტიას გუშინ შეერთებულმა ამბიციურმა ადამიანებმა მას შემდეგ, რაც დეპუტატობით გაიმყარეს პოზიციები  სწორედ იმის ხარჯზე, ვინც ეს ხმები მოუტანა.
,,რა შეიცვალა ამ გადაწყვეტილების მიღების დროიდან?  მიხეილ სააკაშვილი დევნილი აღარ არის? პარტია ვერ აგრძელებს გუნდურ მართვას? კომუნიკაციის  უახლესი ტექნოლოგიების ეპოქაში ლიდერთან კონტაქტი შეუძლებელი გახდა?''
,,მიხეილ სააკაშვილია პარტიის ლიდერი და ხალხიც მას უდგას გვერდით. მას მოქალაქეობა წაართვა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა თოჯინა პრეზიდენტმა!!! თქვენი პოლიტსაბჭო კი მხოლოდ მაშინ არის უფლებამოსილი, თუ ის ატარებს პარტიის ლიდერის პოლიტიკას და მიჰყვება მის რჩევებს. მაშინ ხალხიც დადგება თქვენს გვერდით. ამას მაშინ აქვს აზრი, როცა ვიცით პარტიისა და ქვეყნის მომავალი. თქვენი პოლიტსაბჭო შევიდა პარლამენტში, როცა იცოდი, რომ თქვენ იქ არ უნდა შესულიყავით, არ გაითვალისწინეთ ლიდერის პოზიცია, და გაუპიარეთ ივანაშვილს გაყალბებული არჩევნები. ინაშვილის პარტიამაც კი დატოვა პარლამენტის სხდომა, თქვენ კი იქ ბრძანდებოდეთ მთავრობის არჩევისას. ბატონო დათო, შეცდომას შეცდომაზე უშვებთ თუ ივანაშვილის გეგმებს ასახიერებთ?'' – ეკითხებიან სოციალირ ქსელში ენმ – ის ამომრჩევლები  დავით ბაქრაძეს, რომელსაც რატომღაც პარტიის ახალ თავმჯდომარედ მოიაზრებს პოლიტსაბჭოს ამჟამინდელი ვადაგასული  შემადგენლობის ნაწილი.
 
 

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...