აუდიტორია115-ის წევრები უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის დატოვებას არ აპირებენ

0
383
   აუდიტორია115-ის წევრები უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის დატოვებას არ აპირებენ.სტუდენტების თქმით, პიკეტირების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ გადაიხედება, რაც საკანონმდებლო ორგანოში 5 დეკემბერს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართება.ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პარლამენტში სტუდენტების მარიამ ჯაშთან 3-საათიანი შეხვედრა.აუდიტორია115-ის წევრების თქმით, ისინი ხელისუფლებისგან კონკრეტულ შედეგს და განათლების რეფორმის დროულად გატარებას ითხოვენ.
    “რეალურ შედეგზე ვერ ვისაუბრებთ, ვერც რაიმე კონკრეტულ წინადადებაზე, რომელიც მათგან მივიღეთ ან ჩვენ შევთავაზეთ. არ ყოფილა შეთანხმება კონკრეტულ საკითხებთან, შეთანხმება მივიღეთ იმაზე, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება 5 დეკემბერს. მყარად რაზეც ვართ ჩამოყალიბებული, არის ის, რომ 5 დეკემბრამდე ნამდვილად არ ვტოვებთ პიკეტირებულ მე-6 კორპუსს,“ – განაცხადა აუდიტორია115-ის წევრმა მარიამ ნანეიშვილმა. 
 
 
წინა სტატიაოფიციალური მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულებამ 2 ლარს და 51 თეთრს მიაღწია
შემდეგი სტატია„კანონი ოკუპაციის შესახებ“ – საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის განხილვას მომავალი კვირიდან დაუბრუნდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური