უკრაინული მედია: ,,ორი კვირა სააკაშვილის გარეშე. ოდესაში ,,პოგრომებმა’’ იფეთქა’’

0
440
,,ორი კვირა სააკაშვილის გარეშე. ოდესა ში ,,პოგრომებმა’’ –  თავდასხმებმა  და რბევებმა  იფეთქა’’ – ამ სათაურით აქვეყნებს უკრაინული პორტალი ,,ანტიკორი“    სხვადასხვა მედიასაშუალებებზე  დაყრდნობით მომზადებულ სტატიას, რომელიც ეხება ოდესაში  თავაშვებული კრიმინალების თარეშს  გუბერნატორის გადადგომის შემდეგ. სტატიის ავტორი ასკვნის,  რომ ოდესაში  მკვეთრად გაუარესებულ კრიმინოგენულ სიტუაციას ერთადერთი ახსნა აქვს:  გუბერნატორ საააკაშვილის გადადგომის შემდეგ, ისინი, ვისაც აფრთხობდა მისი საქმით გამყარებული განცხადებები, რომ არ დაუშვებს ოლქში ,,თხილის მაფიისა'' და სხვა კრიმინალური და კორუფციული სტრუქტურების  მოქმედებას, ახლა ცდილობენ აინაზღაურონ დანაკარგი და დაიბრუნონ ძველი მდგომარეობა. 
,, ერთი კვირის განმავლობაში მოხდარი  ამდენი რბევა და თავდასხმა სხვადასხვა დაწესებულებებზე და ობიექტებზე ოდესას არ ახსოვს, თუ არ ჩავთვლით წლინახევრის წინათ, ასეთივე მოკლე დროში მომხდარი ტერაქტების სერიას – წერს  სტატიის ავტორი ალექსეი სუკულენტოვი. – პოლიტიკური ელემენტი კრიმინოგენული სიტუაციის  ამ მკვეთრ  გართულებაში   არ ურევია, მაგრამ ეს დიდი  შეღავათი არ არის მოსახლეობისათვის, რომელიც მოულოდნელად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 
უცნობი რეიდერები კოტოვსკის დასახლებაში თავს დაესხნენ ყინულის საციგურაო მოედანს, რომლითაც ძირითადად ბავშვები სარგებლობენ. თავდასმსხმელებმა დაცვასთან კონფლიქტში იარაღი გამოიყენეს. პოლიცია საქმეში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერია, როცა  სროლის შედეგად ადამიანი დაშავდა.
რამდენიმე დღით ადრე დაუდგენელმა პირმა ცეცხლგამჩენი ხსნარით სავსე ბოთლი შეაგდო ოდესის ცენტრში მდებარე ,,ლოტო-მარკეტში ‘’,  გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად მძიმედ დაშავდა მარკეტის სამი თანამშრომელი ქალი. 
შსს ოდესის განყოფილების ახალდანიშნულმა უფროსმა აღიარა, რომ ,,ეროვნული ლატარიის’’  აბრების მიღმა უკანონო სათამაშო ბიზნესი მოქმედებს, მაგრამ ამ ინცინდენტიდან განვლილი ერთი კვირის შემდეგაც  არალეგალური კაზინოები  მთელ ოდესაში  მშვიდად აგრძელებენ საქმიანობას.
განსაკუთრებით რეზონანსული იყო  ამ დღეებში მომხდარი თავდასხმა ოდესის საბაჟოზე. თავდამსხმელები, რომელთაც  იქაურობა საშინლად დაარბიეს, როგორც აღმჩნდა იყვნენ ე.წ. ,,თხილის მაფიის“’ წარმომადგენელთა მიერ დაქირავებული,,ბოევიკები“ . 
ამავე დღეებში  ოდესაში რეიდერებმა ერთდროულად სცადეს ,,ვირტუსის'' ქსელის  სუპერმარკეტში შეჭრა და   ხელში ჩაგდება, ხოლო შეიარაღებულმა პირებმა,  რომელთაც საგადასახადო პოლიციის თანამშრომლებად წარადგინეს თავი,  ხელში ჩაიგდეს უცხოური ინვესტიციებით შექმნილი და მოქმედი  საწარმო  ,,დელტა – ვილმარკი“ პორტ ,,იუჟნი’’- ში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ობიექტის მიტაცების მცდელობას ადრეც არაერთხელ ჰქონია ადგილი, მაგრამ აშკარაა, რომ ამ პროცესს ესოდენ დიდი გაქანება არასოდეს მიუღია. 
რას უკავშირდება კრიმინალების ასეთი აქტივიზაცია?  ხალხში გაჩნდა მოარული ხმები, რომ  შესაძლოა ეს იყოს ნაწილი  კრემლის მიერ ინსპირირებული გეგმისა ,,შატუნი’’ , რომლის მიზანია დესტაბილიზაციის შექმნა უკრაინაში. თუმცა,ეს ნაკლებად არის სავარაუდო, რადგან პოლიტიკური შემადგენელი , როგორც აღვნიშნეთ, ამ ფაქტებში  არანაირად არ არის გამოვლენილი. 
როგორც ჩანს,  აქ სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. გუბერნატორ საააკაშვილის გადადგომის სემდეგ, ისინი ვისაც აფრთხობდა საქმით გამყარებული მისი განცხადებები, რომ არ დაუშვებს ოლქში ,,თხილის მაფიისა'' და სხვა კრიმინალური და კორუფციული სტრუქტურების  მოქმედებას, ახლა ცდილობენ აინაზღაურონ დანაკარგი და დაიბრუნონ ძველი მდგომარეობა.
რაც შეეხება ხანძარს ,,ლოტო-მარკეტში“, ეს თითქოს არ ჯდება ამგვარ ახსნაში,  მაგრამ მაინც საერთო სიტუაციას  უკავშირდება – ეს ფაქტი სწორედ იმას მოწმობს, რასაც ამბობდა სააკაშვილი – რეგიონში სამართალდამცავი სისტემა უბრალოდ არ არსებობს, უფრო სწორად თავს ვერ ართმევს ამოცანას. მას არა აქვს უნარი თავიდან ააცილოს ქალაქსა და მთელ ოლქს მასობრივი არეულობები, რომელთაც სამეურნეო ხასიათის დავის მომიზეზებით იწვევენ რეიდერები, და  მხოლოდ  მას შემდეგ ახდენს რეაგირებას, როცა ტყვია გავარდება და ადამიანებს ხვდება.
უნდა ველოდოთ თუ არა სიტუაციის ნორმალიზებას ახლო მომავალში? რა თქმა უნდა არა. ამის არანაირი ნიშანწყალი და წინაპირობა არ ჩანს. 
ეს არ დამთავრდება, სანამ ძველ კორუფციულ ნაკადებს კვლავ მოაჯდებიან ძველი კორუფციონერები და თავად არ დაშოშმინდებიან. საინტერესოა, როდემდე  არ შემოიყვანენ რეგიონში პოლიციის დამატებით ძალებს თუნდაც იმისთვის,  მოსახლეობა დაიცვან ,,პოგრომშჩიკების'' ბანდებისაგან, კორუფციასთან გამკლავებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. – ნათქვამია სტატიაში 
 
წინა სტატიაისრაელში დაკავებულია 8 ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია ტყის ხანძრების ხელოვნურად გაჩაღებაში
შემდეგი სტატიაკვიციანის სადეპუტატო შეკითხვა სუბარს: „თბილისში და სოფლებში დევნილებისთვის სახლებს რომ ყიდულობთ, რატომ არ შეიძლება, სოხუმში ვუყიდოთ და გავმაგრდეთ და გავძლიერდეთ იქ?”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური