მთავარისიახლეებიპოლიტიკაქეთევან ციხელაშვილი გალის რაიონში რუსი სამხედროების მობილიზებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს

ქეთევან ციხელაშვილი გალის რაიონში რუსი სამხედროების მობილიზებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს

Published on

 
   სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი გალის რაიონში რუსი სამხედროების მობილიზებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს.ქეთევან ციხელაშვილი თქმით, პროექტი გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების შესახებ ჟენევის ფორმატში იქნება განხილული და ამის შესახებ თანათავმჯდომარეები უკვე ინფორმირებული არიან.ამავე თემაზე კომენტარს აკეთებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. გალის რაიონში რუსეთი მასშტაბურ მშენებლობებს იწყებს.არსებული ინფორმაციით, ენგურის მიღმა დამატებით 25 ახალი საგუშაგო და გალში 20 ათასამდე სამხედრო განლაგდება.პარალელურად, უკიდურესად რთულ ვითარებაში აღმოჩნდება ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან რაიონში შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით იქნება შესაძლებელი.რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ვაშინგტონმა მოსკოვს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.„ჟენევის თანათავმჯდომარეებთან კონსულტაციებისას ამ კვირაში გვქონდა ამ საკითხებზე საუბარი. ისინი ახლა იმყოფებიან სოხუმში, ვფიქრობ, რომ ამ საკითხზეც ექნებათ საუბარი. ამჯერად ამ შეთანხმებით კიდევ უფრო იზრდება კონტროლის ხარისხი ამ ტერიტორიებზე, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც არ არის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...