მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან იზორია ხელმომჭირნეობს, მაგრამ ეკონომიას ქვეყნის ინტერესების ხარჯზე და არა თავის პრემიებზე...

ლევან იზორია ხელმომჭირნეობს, მაგრამ ეკონომიას ქვეყნის ინტერესების ხარჯზე და არა თავის პრემიებზე ეწევა

Published on

შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების თემა თებერვალში განიხილება და მანამდე ჩემი ბრიუსელში ჩასვლა მხოლოდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ელენე ხოშტარიას კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ იმყოფებოდა მინისტრი ბრიუსელში შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხის განხილვისას.
როგორც იზორიამ აღნიშნა, თავდაცვის უწყება საერთაშორისო ვიზიტებს ინტენსიურად გეგმავს კონკრეტული ამოცანით და არა ფორმალურად. საკითხის განხილვა ნატო-ს შტაბ-ბინაში თებერვალში მოხდება, მანამდე კი სხვადასხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს. 
” ჩვენი პოლიტიკა თანმიმდევრული იყო. საკეკლუცოდ და მეტიჩრობისთვის მე ვერ წავიდოდი.საკითხი იქნება თებერვალში განხილული. მანამდე იქ ჩემი ჩასვლა იქნებოდა მხოლოდ ხარჯებთან დაკავშირებული. – განაცხადა ლევან იზორიამ. 
პარლამენტში კომიტეტების სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...