ვარდების რევოლუციიდან 13 წელი გავიდა. 2003 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხმების დაცვის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულმა მოქალაქეებმა არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს. მასობრივი საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირას 4 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდა. 22 ნოემბერს, პარლამენტის პირველი სხდომა ჩაიშალა. პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც სათავეში ედგნენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე, იმჟამინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს გადადგომა მოსთხოვა. 23 ნოემბერს პრეზდიენტი შევარდნაძე გადადგა და მისი მოვალეობის შესრულება იმდროისათვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს დაეკისრა.არჩევნების შედეგების გარდა, მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ქვეყანაში არსებული კორუფციული გარემო და მძიმე სოციალური პირობებიც იყო – სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის ლიდერებმა გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილ პარლამენტის შემადგენლობას სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერით ხელისუფლებაშინაციონალური მოძრაობა მოვიდა.
სიახლეები
საზოგადოება
ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა
საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...
სიახლეები
აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...
სიახლეები
არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე
"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...
სიახლეები
თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...