მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკონსტიტუციო კომისია მუშაობას 2017 წლის იანვრიდან დაიწყებს

საკონსტიტუციო კომისია მუშაობას 2017 წლის იანვრიდან დაიწყებს

Published on

  საკონსტიტუციო კომისია მუშაობას სავარაუდოდ 2017 წლის იანვრიდან დაიწყებს. მას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. ამ ეტაპზე უცნობია ვინ იქნებიან კიდევ მის შემადგენლობაში უმრავლესობიდან და საპარლამენტო ოპოზიციიდან.
„ჩვენ ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს. მომავალი წლის დასაწყისიდან უკვე ჩამოყალიბდება კომისია, რომელიც იმსჯელებს, როგორც საკონსტიტუციო რეფორმაზე, ასევე საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილი არის მათ შორის საარჩევნო სისტემაც ანუ რა ტიპის საარჩევნო სისტემას აირჩევს ქვეყანა. იქნება ეს მთლიანად პროპორციული, შერეული, რეგიონალურ პროპორციული. სხვადასხვა ვერსიები შესაძლებელია იყოს,“-აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ვერ ხედავს საპარლამენტო უმცირესობა.„დღეს საერთოდ არანაირი აუცილებლობა საკონსტიტუციო ცვლილებების არ არის, მით უმეტეს მაშინ როდესაც კონტროლის მექანიზმები ამ ხელისუფლებაზე არის მინიმალური. თუ ისინი დააპირებენ, რომ შექმნან ფსევდო ჯგუფები სადაც ფსევდო დისკუსიები იქნება და ასე ეცდებიან, რომ გაიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს იქნება ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის,“-აცხადებს ელენე ხოშტარია.
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...