მთავარისიახლეებიპოლიტიკანოდარ ხადური, დავით ბაქრაძე, ნოდარ ჯავახიშვილი, ილია ელოშვილი და გელა დუმბაძე მინისტრთა...

ნოდარ ხადური, დავით ბაქრაძე, ნოდარ ჯავახიშვილი, ილია ელოშვილი და გელა დუმბაძე მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნებიან

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ცოტა ხნის წინ დაასახელა. ახალ კაბინეტში  აღარ იქნებიან ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური, ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე. კვირიკაშვილმა ყოფილ მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი გუნდის წევრებად რჩებიან და  მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას
 
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი იქნება, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, აღნიშნული აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა და მას მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს. 
 
რა თანამდებობებს დაიკავებენ ნოდარ ხადური, ნოდარ ჯავახიშვილი და გელა დუმბაძე ამ დროისთვის უცნობია.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...