მთავარისიახლეებიპოლიტიკამინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დღეს გახდება ცნობილი

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დღეს გახდება ცნობილი

Published on

  მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგნელობა და სამთავრობო პროგრამა დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. მანამდე მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო პრესკონფერენია გაიმართება 2 საათზე. გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს დასამტკიცებლად 19 მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს. ამის შემდეგ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას საკომიტეტო, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში მოუსმენს.ცნობილია, რომ პარლამენტიდან სამთავრობო გუნდში დაბრუნდება კახა კალაძე, კვლავ ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე. ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია გახდება, დიმიტრი ქუმსიშვილი კი ნოდარ ხადურს ჩაანაცვლებს. ახალ მინისტრთა კაბინეტში სავარაუდოდ აღარ იქნება ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. გავრცელებული ინფომრაციით, ჯავახიშვილი აუდიტის სამსახურში გადადის.ცვლილებები არ შეხებია ძალოვან სტრუქტურებს. რიგგარეშე სესია, სადაც ახალ მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ, შაბათს გაიმართება.
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...