მიხეილ სააკაშვილს მაიდანზე შეკრებილი მოქალაქეები შეხვდნენ როგორც ღირსების რევოლუციის იდეალების რალიზაციისათვის ყველაზე თანმიმდევრულსა და აქტიურ მებრძოლს (Video)

0
427
წუხელ კიევში, მაიდანზე  ღირსების რევოლუციის მესამე წლისთავი აღინიშნა. ხალხი ყვავილებითა და ანთებული სანთლებით შეიკრიბა ზეციური ასეულის  მემორიალთან და კიდევ ერთხელ მოიგონა მაიდნის გმირები, რომელთაც უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გაწირეს თავი იმ ტრაგიკულ, მაგრამ ამაღლებულ დღეებში.
მოედანზე მივიდა ახალი უკრაინული ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. მან ყვავილებით შეამკო სტელასთან მოწყობილი ფოტოსტენდი  და პატივი მიაგო მაიდნის გმირთა ხსოვნას. მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას კიეველი მოქალაქეები ოვაციებით შეხვდნენ. ,,თქვენ ჩვენი იმედი ხართ!'', ,,ოღონდ არ დაგვტოვოთ!'', ,, ყურს ნუ უგდებთ ამ ნახირს, ჩვენ თქვენთან ვართ, ნუ დანებდებით!'', ,, როდის დაამყარებთ ჩვენთან  საქართველოს მსგავს   წესრიგს?!'' – ამ  შეძახილებით შეეგებნენ კიეველი უბრალო მოქალაქეები ადამიანს, რომელიც აღიქმება როგორც ღირსების რევოლუციის იდეალების რეალიზაციისათვის ყველაზე თანმიმდევრული და აქტიური მებრძოლი, რომელსაც ახლა უკვე არა მხოლოდ უკრაინის გარეშე მტრების, არამედ  რევოლუციის ტალღაზე მოსული პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა კორუფციისაგან თავისუფალი, ევროპული უკრაინისათვის – წერს ინტერნეტგამოცემა ,, პოლიტიკო"  
ვრცელდება ინფორმაცია, რომ წუხელვე  მოძრაობა ,,აზოვის'' წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მსვლელობა მოაწყვეს და პროტესტი გამოხატეს იმის გამო, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, ქვეყანაში სათანადო ცვლილებები არ ტარდება.
. შეგახსენებთ, ღირსების რევოლუცია უკრაინაში 2013 წლის ნოემბერში დაიწყო და თებერვალში იანუკოვიჩის ხელისუფლების დამხობით დასრულდა.
 

წინა სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზურაბ გამეზარდაშვილმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაუამინდობის გამო სპეციალისტები იმერეთისა და სამეგრელოს მოსახლეობას ურჩევენ ნუ დატოვებენ სახლებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური