ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივლა

0
388
   ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივლა. დავის საგანი ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებაა, რომლის თანახმადაც ქიბარ ხალვაში აღიარებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ვალი 7 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი მართებს. ოქრუაშვილი ხალვაშისაგან საურავების ჩათვლით 13 მილიონის დაბრუნებას ითხოვს.საქმის განხილვამდე ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის კუთვნილი ქონების დაყადაღება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უარი განაცხადა. ადვოკატ ლევან ალაფიშვილის თქმით სასამართლო ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს. "სასარჩელო მოთხოვნა არის არსებული დავალიანების თანხების და შესაბამისი პროცენტებისა და პირგასამტეხელოს, ჯამურად 13 მილიონი დოლარი. ამავე დროს მოთხოვნა გახლავთ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება კერძოდ უძრავ ქონებაზე ყადაღების დადება. სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა,"- აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ლევან ალაფიშვილი.
   შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის გაფორმებული შეთანხმება უკვე შეამოწმეს გრაფოლოგებმა საფრანგეთში და დაადასტურეს, რომ დოკუმენტზე ნამდვილა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაა. ამ შეთანხმების მეორე პუნქტის თანახმად კი ქიბარ ხალვაში აღიარებს, რომ რუსთავი 2-ის ფლობის დროს ის ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ ფიგურას წარმოადგენდა და ტელევიზია მას არასდროს არ ეკუთვნოდა.
წინა სტატიასაფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა
შემდეგი სტატიააფხაზეთის პარლამენტის სპიკერი განაწყენებულია: რა კონფედერაციაზეა საუბარი? განა რუსეთმა არ იცის აფხაზი ხალხის ისტორიული არჩევანი?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური