მთავარისიახლეებიპოლიტიკაოქრუაშვილი ხალვაშისაგან 13 მილიონის დაბრუნებას ითხოვს, ეს უკანასკნელი კი აღიარებს, რომ...

ოქრუაშვილი ხალვაშისაგან 13 მილიონის დაბრუნებას ითხოვს, ეს უკანასკნელი კი აღიარებს, რომ რუსთავი 2 მას არასდროს არ ეკუთვნოდა.

Published on

ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივლა. დავის საგანი ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებაა, რომლის თანახმადაც ქიბარ ხალვაში აღიარებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ვალი 7 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი მართებს. ოქრუაშვილი ხალვაშისაგან საურავების ჩათვლით 13 მილიონის დაბრუნებას ითხოვს.
 
საქმის განხილვამდე ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის კუთვნილი ქონების დაყადაღება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უარი განაცხადა. ადვოკატ ლევან ალაფიშვილის თქმით სასამართლო ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს. 
 
"სასარჩელო მოთხოვნა არის არსებული დავალიანების თანხების და შესაბამისი პროცენტებისა და პირგასამტეხელოს, ჯამურად 13 მილიონი დოლარი. ამავე დროს მოთხოვნა გახლავთ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება კერძოდ უძრავ ქონებაზე ყადაღების დადება. სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა,"- აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ლევან ალაფიშვილი.
 
შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის გაფორმებული შეთანხმება უკვე შეამოწმეს გრაფოლოგებმა საფრანგეთში და დაადასტურეს, რომ დოკუმენტზე ნამდვილა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაა. ამ შეთანხმების მეორე პუნქტის თანახმად კი ქიბარ ხალვაში აღიარებს, რომ რუსთავი 2-ის ფლობის დროს ის ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ ფიგურას წარმოადგენდა და ტელევიზია მას არასდროს არ ეკუთვნოდა.

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...