ქართველმა მორაგბეებმა სამოა ანგარიშით 20:16 დაამარცხეს

0
434
  ქართველმა მორაგბეებმა სამოა ანგარიშით 20:16 დაამარცხეს. "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 17:10 მოიგეს. მასპინძლებმა ჯერ საჯარიმო ლელოთი გახსნეს ანგარიში, შემდეგ კი ბექა ბიწაძემ გაიტანა ლელო. მერაბ კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახა, ერთხელ კი საჯარიმოთი გაიტანა. შესვენებამდე სტუმრების ანგარიშზე თითო ლელო-გარდასახვა და საჯარიმო იყო.შეხვედრის მეორე ტაიმი სამოელებმა აქტიურად დაიწყეს და ორი ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, რასაც მე-60 წუთზე კვირიკაშვილის მორიგი ზუსტი საჯარიმო მოჰყვა.აღსანიშნავია, რომ საქართველო-სამოას მატჩი მიეძღვნა გაერო-ს გენერალური მდივნის კამპანიას "ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი იაპონიასთან გამართა და ანგარიშით 22:28 დამარცხდა. "ბორჯღალოსნები" წლის ბოლო შეხვედრას 26 ნოემბერს, სტუმრად შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.
 
წინა სტატიაპირველად მსოფლიოში, დუბაიში მთლიანად 3D ტექნოლოგიით შექმნილი შენობა გაიხსნა
შემდეგი სტატიაოქრუაშვილი ხალვაშისაგან 13 მილიონის დაბრუნებას ითხოვს, ეს უკანასკნელი კი აღიარებს, რომ რუსთავი 2 მას არასდროს არ ეკუთვნოდა.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური