რა ელით ქართველ არალეგალებს შეერთებულ შტატებში?

0
382
დონალდ ტრამპის ერთ-ერთ პირველ განცხადებას არჩევნების შემდეგ , რომ შეერთებული შტატებიდან 3 მილიონამდე არალეგალი მიგრანტის დეპორტირება მოხდება, მთელი მსოფლიოს მსგავსად, გარკვეული შეშფოთება მოყვა საქართველოშიც, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანაში ათასობით საქართველოს მოქალაქე სწორედ არალეგალურად  ცხოვრობს და მუშაობს. 
 
აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა  პოლ რაიანმა  მალევე განმარტა , რომ ტრამპი არ გეგმავს არალეგალურად მყოფი ემიგრანტების მასობრივი დეპორტაციის მექანიზმების შექმნას და უფრო  საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.  „ჩვენ არ ვაპირებთ შევქმნათ დეპორტაციის სტრუქტურები. დონალდ ტრამპი არ გეგმავს ამა, ვფიქრობ, უნდა დავაწყნაროთ ხალხი. დეპორტაცია არ არის ის თემა, რომელზეც ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ.“, – განაცხადა სპიკერმა ტელეარხი CNN-ის ეთერში. 
 
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას შეფასებით, „ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებები გარკვეულწილად ეხებოდა მექსიკიდან შემოსულ არალეგალ მიგრანტებს, რაზეც მან რამდენიმე განცხადება გააკეთა საკმაოდ ექსტრემალური ლექსიკის გამოყენებით და შემდეგ მოუწია სხვადასხვა ფორმით განმარტების გაკეთება. რეალურად, ამერიკის დღის წესრიგში დიდი ხანია დგას პრობლემა, რომ მიგრაცია მოექცეს გარკვეულ ჩარჩოებში და ლეგალური გახდეს. მოგეხსენებათ, შეერთებული შტატებისთვის მიგრაციის პოლიტიკა ამ ქვეყნის შექმნის დასამაბიდან ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო როგორც სოციალური, ასევე, ეკონომიკური განვითარებისთვის და რამდენჯერმე ტრამპმა და მისი გუნდის წევრებმაც გააკეთეს განცხადება, რომ ეს გულისხმობს გარკვეულ მოწესრიგებას. თუმცა ფორმა, რა ფორმითაც მან ეს გამოხატა, საკმაოდ ექსტრემალური იყო. რაც შეეხება კედელს, კედლის აშენება სრული აბსურდია“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
 
მისივე თქმით,„ უნდა დეველოდოთ, რამდენად გადავა რეალურ პოლიტიკაში ტრამპის განცხადებები. დღეს ის არის „President-elect“. ადმინისტრაციის საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ კი გააკეთებენ განცხადებებს, რა პოლიტიკა იქნება, რა ქმედებებს განახორციელებენ. როგორც ჩანს, ტრამპის ამოცანაა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განახორციელოს ბევრი მიმართულებით. მისი გუნდის რამდენიმე წევრი აცხადებს, რომ ისინი არიან ე.წ. რეიგანისტები, ანუ რეიგანის პოლიტიკის მიმდევრები როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ეს არის უფრო კონსერვატიული დღის წესრიგი, რომელიც გარკვეულწილად გულისხმობს ეკონომიკურ თუ სოციალურ პროექტებს და პოლიტიკას, რომელიც მიმართული იქნება სამუშაოების გაზრდაზე, გადასახადების შემცირებაზე დიდი ბიზნესისთვის, რათა მათ შეძლონ ხალხის დასაქმება. რაც შეეხება არალეგალურ მიგრაციას, ესეც ითვლება პრობლემად სწორედ ასეთი ტიპის ბიზნესებისთვის. ოღონდ აქ უნდა განვასხვავოთ არალეგალური და ლეგალური მიგრაცია. არალეგალური მიგრაციის კონტექსტში, უბრალოდ ამ ხალხის დეპორტირება, ბუნებრივია, ძალიან მძიმე სოციალურ პრობლემას გამოიწვევს, სანამ ის არ მოექცევა კონკრეტულ სამართლებრივ ჩარჩოებში – რის საფუძველზე ხდება მიგრანტების მიღება ან მათი გაძევება ქვეყნიდან“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ. 
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გეგმავს არალეგალურად მყოფი ემიგრანტების მასობრივი დეპორტაციის მექანიზმების შექმნას.
 

 
შეგახსენებთ, 10 ნოემბერს აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-დან 3 მილიონი მიგრანტის დეპორტირებაც მოხდება და ამავე დროს .ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება იგეგმება. 
წინა სტატიაიან კელი:”შეერთებული შტატები ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭრას”
შემდეგი სტატია“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”,”საიამ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” უწყებათაშორის კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური