მთავარისიახლეებიპოლიტიკა"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ","საიამ" და "სამართლიანმა არჩევნებმა" უწყებათაშორის კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”,”საიამ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” უწყებათაშორის კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს

Published on

  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, “საიამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“, უწყებათაშორის კომისიას ერთობლივი რეკომენდაციებით მიმართეს.  სამი არასამთავრობო ორგანზიაციის მიერ წარდგენილი რეკომენდაციები რამდენიმე საკითხს მოიცავს. 
    „პირველი, ეს არის საარჩევნო სისტემის საკითხი. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ საარჩევნო სისტემა შესაცვლელია. ჩვენი ფავორიტი საარჩევნო სისტემა არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ასევე არის გარკვეული ალტერნატივები, თუმცა ეს არის პირველი პრეფერენცია ჩვენი მხრიდან. ასევე ჩვენი რეკომენდაციები შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს, ასევე ადმინისტრაციული რესურსების კუთხით გარკვეულ ცვლილებებს, კონკრეტულად აგიტაციაში პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობის საკითხს და იმ პირთა წრის დავიწროებას, რომელთაც შეუზღუდავად შეუძლიათ აგიტაციაში მონაწილეობის მიღება. გარდა ამისა, ჩვენი რეკომენდაციები შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებას, გარკვეული დამატებითი კრიტერიუმების შემოტანას გენერალური აუდიტორის არჩევის პროცესში. ერთი რეკომენდაცია შეეხებოდა ამომრჩევლის მოსყიდვას, საარჩევნო დავებს და მედია რეგულაციებსაც“, – განაცხადა ნატროშვილმა.მისივე თქმით, არჩევნების შედეგების ოფიციალურად შეჯამების შემდეგ, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა ამ მომენტში შეწყდება, თუმცა მიღებულია დაპირება, რომ წარდგენილ რეკომენდაციებს კომისია დაამუშავებს და პარლამენტს წარუდგენს. 
 
 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...