მთავარისიახლეებიმსოფლიოპირველი კონცერტი ,,ბატაკლანში'' შარშანდელი ტრაგედიის შემდეგ

პირველი კონცერტი ,,ბატაკლანში” შარშანდელი ტრაგედიის შემდეგ

Published on

ისლამური სახელმწიფოს თავდასხმიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ პარიზის საკონცერტო დარბაზმა მუშაობა განაახლა. ბატაკლანის კლუბი, რომელიც გასული წლის 13 ნოემბერს ISIS-ის თავდასხმის მთავარი სამიზნე გახდა, სტინგის კონცერტით გაიხსნა.
საქველმოქმედო შოუს დაწყებამდე, ლეგენდარულმა მუსიკოსმა წუთიერი დუმილი გამოაცხადა და 13 ნოემბერს გარდაცვლილებს მიაგო პატივი.
,,დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ტერორიზმის მსხვერპლთა ხსოვნას და ამავე დროს ბატაკლანს ვუბრუნებთ თავის ფუნქციას – ასოცირდებოდეს არა  ტრაგედიასთან, არამედ სილამაზის, მუსიკის  დღესასწაულთან, რისთვისაც შეიქმნა იგი – განაცხადა სტინგმა.   მისივე  განცხადებით კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად ტერაქტების შედეგად დაზარალებულთა რეაბილიტაციის ფონდებში გადაირიცხება.
სტინგის კონცერტს ესწრებოდნენ ტერაქტის მსხვერპლთა ნათესავები და ახლობლები.
რეიტერსის ცნობით, პოლიციას მიღებული ქონდა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები, წესრიგის დამცველნი იმყოფებოდნენ როგორც კლუბის მისადგომებთან, ისე უშუალოდ   დარბაზშიც. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...