მთავარისიახლეებიმსოფლიონატოს გენერალური მდივანი : გლობალურ უსაფრთხოებას ძლიერი ამერიკა და ერთიანი ევროპა სჭირდება

ნატოს გენერალური მდივანი : გლობალურ უსაფრთხოებას ძლიერი ამერიკა და ერთიანი ევროპა სჭირდება

Published on

  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა  იენს სტოლტემბერგმა ღია წერილით მიმართა  დონალდ ტრამპს. წერილში საუბარია   უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ევროპისა და შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორობის აუცილებლობაზე 
სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შემტევი რუსეთის, ტერორიზმის, ჩრდილო აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების ფონზე ამ პარტნიორობის ეჭვქვეშ დაყენების დრო არ არის. ნატო-ს ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპს მიანიშნა, რომ 67 წლიანმა პარტნიორობამ დაამარცხა საბჭოთა კავშირი და ცივი ომი დაასრულა, ასევე 11 სექტემბრის ტერაქტები შეახსენა და მიუთითა, რომ შეერთებულ შტატებზე თავდასხმა ნატო-მ ყველა წევრ ქვეყანაზე თავდასხმად შეაფასა და ავღანეთის ოპერაციაში ჩაერთო.
სტოლტენბერგი წერს, რომ ალიანსის ლიდერები ყოველთვის აცნობიერებდნენ, რომ ძლიერი და უსაფრთხო ევროპა ნიშნავს ძლიერ და უსაფრთხო ამერიკას.
მისი თქმით, დღევანდელ დროს მარტო დარჩენა არ არის გამოსავალი და გლობალურ უსაფრთხოებას ძლიერი ამერიკა და ერთიანი ევროპა სჭირდება.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის ერთერთი მნიშვნელოვანი მესიჯი იყო, რომ   ნატო არაეფექტური ორგანიზაციაა,  აშშ-ს ალიანსის შენახვა ძალიან ძვირი უჯდება და ქვეყანას აღარ აქვს ამის შესაძლებლობა. მისი თქმით, აშშ-მ უნდა აწონ-დაწონოს, ხომ არ ჯობია ამიერიდან ნატოს "შენახვაში" გაცილებით ნაკლები თანხები იხადოს. 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...