მთავარისიახლეებიმსოფლიომოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ტერორისტული დაჯგუფების 10 წევრი დააკავეს

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ტერორისტული დაჯგუფების 10 წევრი დააკავეს

Published on

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ტერორისტული დაჯგუფების 10 წევრი დააკავეს.  ოფიციალური  ინფორმაციით, დაკავებულები ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან არიან და ტერაქტებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში, ძირითადად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გეგმავდნენ.
 დაჯგუფების წევრების დაკავებისას ამოღებულია დიდი სიმძლავრის 4 თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი და კავშირგაბმულობის საშუალებები.
”ტერორისტული აქტების ჩატარებას დაკავებულები სამოქალაქო პირების გასანადგურებლად გეგმავდნენ”, – აღნიშნავენ უწყებაში  – დაკავებულებმა უკვე მისცეს აღიარებითი ჩვენებები,რომ კავშირი აქვთ დაჯგუფება  ,,ისლამური სახელმწიფოს''  ლიდერებთან , რომლებიც ახლოაღმოსავლეთის რეგიონს ,,კურირებენ'' და თანამზრახველები ყავთ როგორც რუეთის ფედერაცის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც.  ტერორისტების დაკავება რუსეთის შშ სამინისტროსა და ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შესაბამისი უწყებების  თანამშრომლობით მოხდა. 

 

 

 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...