მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ჩვენი როლი ქართულ პოლიტიკაში ამომრჩევლის და მხარდამჭერების გადასაწყვეტია...

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი როლი ქართულ პოლიტიკაში ამომრჩევლის და მხარდამჭერების გადასაწყვეტია და არა ერთი-ორი თვითგამოცხადებული პარტიული ლიდერისა (Video)

Published on

მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2 – ის გადაცემაში ,,პოსტ სკრიპტუმ'' სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ  უკრაინაში პოლიტიკურ აქტივობებს ახალ გუნდთან ერთად იწყებს და ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება.
კითხვაზე: "დარჩება თუ არა ქართულ პოლიტიკაში" ამბობს, რომ ეს მოსახლეობის და მხარდამჭერების გადასაწყვეტია. 
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ იდეისთვის ბრძოლას სჭირდება თანმიმდევრულობა და ინტრიგებზე უარის თქმა. აქვე აღნიშნავს, რომ გეგმავს გამარჯვებას როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. 
 
"სააკაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში ერთი-ორი თვითგამოცხადებული პარტიული ლიდერის გადასაწყვეტი არ არის , ეს ჩვენი ამომრჩევლის და მხარდამჭერების გადასაწყვეტია. ამიტომ მე ამ თამაშებში და ინტრიგებში არ შევდივარ.
 
"ეს ინტრიგები და თამაშები არის ძალიან  უბადრუკი და დამარცხებულის პოზიციებიდან, და იმ ხალხისგან, რომლებმაც შემდეგი 20 წელი დამარცხება გამოგვიწერა. მე არ ვაწერ ხელს დამარცხებაზე, მე მზად ვარ გამარჯვებისთვის უკრაინაშიც და საქართველოშიც. საქართველოში ჩვენი მხარდამჭერები და ხალხი განსაზღვრავს ჩვენს ფუნქციას – ამაში ეჭვიც არავის შეეპაროს. მოდი, მათ მივცეთ საშუალება და ნუ ვცდილობთ თავზე მოვახვიოთ ვიღაცის ვიწრო ინტერესები და კულუარული გადაწყვეტილებები. 
 
"მე ყველაფერს ღიად ვაკეთებ და ასე ვიქნები. ხალხის დაკომპლექსება იმაზე, რომ ნუ გადააკვდით ერთ კაცს და ვაიმე…
აქ  იდეაშია საქმე, იდეისთვის ბრძოლისთვის არის საჭირო თანმიმდევრულობა და საჭიროა ინტრიგებზე უარის თქმა. ეს არის რეცეპტი საქართველოსთვის და უკრაინისთვის.
 
საქართველოს ბედი ბევრწილად წყდება აქ. თუ უკრაინა არ არის ძლიერი ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ხურდაში,"- აცხადებს სააკაშვილი.  

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...