მთავარისიახლეებიპოლიტიკა15 ოპოზიციური პარტია იკრიბება რომ ხელისუფლებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმება მოსთხოვოს

15 ოპოზიციური პარტია იკრიბება რომ ხელისუფლებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმება მოსთხოვოს

Published on

  15 ოპოზიციური პარტია ხვალ იმისთვის იკრიბება, რომ გაერთიანებული ძალებით ხელისუფლებას დაპირების შესრულება და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება მოსთხოვოს.არჩევნების დასრულების შემდეგ ცხადი ხდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით მხოლოდ წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯი იყო.დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ ემხრობა.ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ 2020 წელს სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით პოზიციები გუნდში ერთიანი არც წინა მოწვევის პარლამენტში იყო და არც ახალ შემადგენლობაშია.შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თაობაზე მომზადებულ ცვლილებებს ხელს წინა მოწვევის პარლამენტიდან ქართული ოცნების 81 წევრი აწერს.
 
 

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...