15 ნოემბრიდან ამინდი გაუარესდება, თუმცა ზუგდიდში ნაკლებად, ვიდრე სხვაგან საქართველოში

0
395
საქართველოში ამინდი 15 ნოემბრიდან გაუარესდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სპეციალისტების თქმით, ხვალ, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი დღისით შესაძლებელია მცირე წვიმა.
დასავლეთ საქართველოში დღისით +20 +25 გრადუსია ნავარაუდევი, აღმოსავლეთ საქართველოში კი + 13 +18 გრადუსი.
ს, თბილისში +14 +16 გრადუსს პროგნოზირებენ. 
15 ნოემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურაც საგრძნობლად დაიკლებს. უფრო კონკრეტულად, დასავლეთ საქართველოში +10 +15 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი უფრო ნაკლები. 
წვიმიანი ამინდები მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი.
12 , 13 ნოემბერს ზუგდიდში დღისითაც და ღამითაც ძირითადად უნალექო ამინდი იქნება.
14 ნოენბრის გამთენიისას წამოწვიმს, დღისით გადაიღებს, მაგრამ საღამოს და ღამით ისევ იწვიმებს.  წვიმა იქნება 15 ნოემბრის დილითაც,   შემდეგ კი მთელი დღისა და ღამის განმავლობაში უნალექო, მაგრამ ღრუბლიანი  ამინდია მოსალოდნელი. 
16 ნოემბერს დილის ღუბლიანობის შემდეგ მთელი დღის განმავლობაში იწვიმებს და მხოლოდ 17 ნოემბრის დილას გამოიდარებს. მზიანი დღეები  და მცირეღრუბლიანი  ღამეები შენარჩუნდება  21 ნოემბრამდე.
 

წინა სტატია15 ნოემბრიდან ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატიარა უხარიაა დავით უსუფაშვილს?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური