მთავარისიახლეებიპოლიტიკააფხაზური მხარის ინფორმაციით 2012 წელს დაკავებულმა ზაზა წულუკიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

აფხაზური მხარის ინფორმაციით 2012 წელს დაკავებულმა ზაზა წულუკიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

Published on

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გალში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა.სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოდაგილემ კახაბერ ქემოკლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება.მთავარი განსახილვევლი საკითხი 19 მაისს ხურჩაში მომხდარი მკვლელობა იყო. ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი-ოღლუს საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვს.გალის შეხვედრაზე ასევე  ცნობილი გახდა, რომ 2012 წელს დაკავებული 39 წლის ზაზა წულუკიამ, რომელიც აფაზეთის დე-ფაქტო ტერიტორიაზე პატიმრობაში იმყოფებოდა, აფხაზური მხარის განცხადებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და დასაფლავებულია სოხუმში, თუმცა სუსის ანალიტიკური დეპატრამენტის უფროსის თქმით, ქართულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს.კახაბერ ქემოკლიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს საოკუპაციო ზოლთან არსებული ვითარება, მათ შორის ქართველი მოსწავლეების გადაადგილების პრობლემა.ოთხწლინი პაუზის შემდეგ გალის აღდგენილი შეხვედრების რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართა დღეს გალში, მომავალი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 2017 წლის 24 იანვარს გაიმართება.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...