მთავარისიახლეებიპოლიტიკაალეკო ელისაშვილი:"2 წლის განმავლობაში 62 მილიონი ლარი ამოიღო სითი პარკმა ჩვენი ჯიბეებიდან"

ალეკო ელისაშვილი:”2 წლის განმავლობაში 62 მილიონი ლარი ამოიღო სითი პარკმა ჩვენი ჯიბეებიდან”

Published on

   საკრებულოს უმცირესობა სითი პარკის გაუქმებას ითხოვს. თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიას კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებისკენ მოუწოდებს.საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე, ალეკო ელისაშვილმა  ის თანხები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, კომპანია სითი პარკმა, ბოლო ორი წლის განმავლობაში 62 მილიონი ლარი მიიღო.
   „2 წლის განმავლობაში ხედავთ, რომ 62 მილიონი ლარი ამოიღო სითი პარკმა ჩვენი ჯიბეებიდან. აქედან 18 მილიონი გადაურიცხა თბილისის მერიას, დანარჩენი თითქმის 44 მილიონი წაიღო სახლში. არცერთი ავტოსადგომი არ აუშენებია. თბილისის მერიამ უნდა გაწყვიტოს კონტრაქტი. ამის პირგასამტეხლო უნდა გადავიხადოთ 25 მილიონი და მოვუწოდებ თბილისის მერს, რომ ბიუჯეტში ეს 25 მილიონი ჩაიდოს,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელების წევრმა დავით ზურაბიშვილმა. მან თბილისის მერს ყველა ის დაპირება შეახსენა, რომელიც დავით ნარმანიამ მერად არჩევამდე გასცა. „ყველას მხრიდან იყო მკაფიო დაპირება, რომ სითი პარკის პრობლემას მოევლებოდა. გვახსოვს თავიდან დაიწყო ლაპარაკი ხელშეკრულების შეწყვეტაზე, თუმცა როგორც დაიწყო, ისე დამთავრდა. არ იცვლება სითი პარკის ტაქტიკა, ის არაფერს არ აკეთებს,“ – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
 
 

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...