მიხეილ სააკაშვილი პეტრე პოროშენკოს კომენტარებს ეხმაურება

0
359
მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთის წინ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის პირველ კომენტარს მის განცხადებაზე ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომის შესახებ –  "ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა საქმიანობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება, ქართულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და ვიმედოვნებ, რომ ხვალ მთავრობა მის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს", – განაცხადა პოროშენკომ.
მიხეილ სააკაშვილი  ამ განცხადების პასუხად წერს: 
 ,,პრეზიდენტმა პოროშენკომ შესანიშნავადიცის, რომ მე არ მიმიღია უშუალო მონაწილეობა ქართულ არჩევნებში და ამას დიდი სურვილის შემთხვევაშიც ვერ შევძლებდი, რადგან უკრაინის მოქალაქე ვარ. ვინ , თუ არა მან იცის ყველაზე კარგად, რომ ჩემი შედარება დეკანოიძესათან და სხვა ,,მოწვეულ'' ქართველებთან ძალზე არაკორექტულია. ჩემს წარმომავლობაზე აპელირება ძალიან გავს ავაქოვისა და მისი მსგავსი მოღვაწეების მეთოდებს, ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ამ რიტორიკაზე მაღლა დამდგარიყო.
მე უკრაინაში დაახლოებით იგივე  დროს ჩამოვედი, როცა  ჩამოვიდა პეტრე პოროშენკო, ჩემი სტუდენტობის  მეგობარი. იგი მოლდოვადან არის, მე – საქართველოდან  და , რა თქმა უნდა მადლიერი ვარ მისი იმისთვის რომ უკრაინის მოქალაქეობა მომანიჭა. მაგრამ  ყველას მოუწევს შეეგუოს იმას, რომ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ და გავიმარჯვებ თუ დავმარცხდები, ეს  აქ,  უკრაინაში  მოხდება და არა   საქართველოში.
პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რომ  გადადგომა  ჯერ კიდევ 6 თვის წინათ დავაპირე, მაგრამ მაშინ მან შეძლო დარჩენაზე დავეთანხმებინე   იმით, რომ რეფორმების პირობა მომცა.  ახლა კი, მე უბრალოდ  უკვე  აღარ მჯერა ამ დაპირებებისა და საქართველოში ჩატარებული არჩევნები აქ არაფერ შუაშია.
P.S.  რამდენადმე სასაცილოც კია, როგორ ცდილობენ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მინისტრთა კაბინეტი ერთმანეთს ,,შეტენონ'' პასუხისმგებლობა ჩემი გათავისუფლებისათვის – ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქვეყანაში სრული ,,ბარდაკია'' შექმნილი. '' – წერს მიხეილ სააკაშვილი.
 
შეგახსენებთ, კომენტარებში პოროშენკომ უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეფორმების გასატარებლად, უკრაინაში მიწვეული ზოგიერთი ქართველი მოღვაწე დღემდე წარმატებით მუშაობს უკრაინის მთავრობაში და  მათ შორის დაასახელა უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე და უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილე გიზო უგულავა.
 
 
 
 
წინა სტატიარუსეთის სახელმწიფო დუმაში არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა ჰილარი კლინტონის მრჩეველი გახდეს
შემდეგი სტატია,,მე აქ მაქვს დიდი მხარდაჭერა” – მიხეილ სააკაშვილი ხალხთან ერთად მთელი უკრაინის პოლიტიკური ელიტის შეცვლას გეგმავს (Video)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური