მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მე აქ მაქვს დიდი მხარდაჭერა'' – მიხეილ სააკაშვილი ხალხთან ერთად მთელი უკრაინის...

,,მე აქ მაქვს დიდი მხარდაჭერა” – მიხეილ სააკაშვილი ხალხთან ერთად მთელი უკრაინის პოლიტიკური ელიტის შეცვლას გეგმავს (Video)

Published on

მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ   ქართული მედიისათვის პირველ კომენტარს აკეთებს.  დღეს  მან ამ  გადაწყვეტილების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე  ,კურიერის''  6  საათის გამოშვებაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის განვითარებისათვის ბრძოლას იწყებს და უკრაინელებთან ერთად უკრაინის პოლიტიკური ელიტის შეცვლას გეგმავს.
„ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ ოდესაში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია უკრაინის გადარჩენა, ფეხზე დაყენება. აქ, დაახლოებით, ის არის, რაც საქართველოში იყო 2001 წელს – რეფორმები შეჩერდა, გაიჭედა, კორუფციამ ისევ ყველაფერი მოიცვა და ხალხი იყო და არის უკმაყოფილო. ხალხს უნდა დარაზმვა და წინ წაყვანა. ხალხთან ერთად ჩვენ უნდა შევცვალოთ მთელი უკრაინის პოლიტიკური ელიტა. მე ამაში მივიღებ აქტიურ მონაწილეობას. მე აქ მაქვს ხალხის დიდი მხარდაჭერა. მთელ უკრაინაში ხალხმა დაინახა არა მხოლოდ საქართველოში რაც გავაკეთეთ, არამედ აქაც რისი გაკეთება შევძელით ურთულეს პირობებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გამარჯვებას წინ ვერავინ დაუდგება. უკრაინას სჭირდება ახალი პოლიტიკური ელიტა და მის შექმნაში უახლოეს თვეებში მე ძალიან აქტიურად მივიღებ მონაწილეობას და ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

წყარო : http://rustavi2.com/ka/news/60931

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...