ნიუ-ჰემფშირის შტატში მდებარე პატარა სოფელში დიქსვილ ნოტჩში სულ შვიდი რეგისტრირებული ამომრჩეველია, მაგრამ მისკენ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი – ამერიკული საყოველთაო არჩევნები ტრადიციულად სწორედ აქ იწყება. ამ სოფელში, მისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, ყველაზე ადრე თენდება, მაში , როცა ამერიკაში ჯერ კიდევ შუაღამეა. შესაბამისად, პირველი კენჭისყრა სწორედ აქ ტარდება ანუ დიქსვილვოტჩელი ამომრჩევლები პირველნი აძლევენ ხმას კანდიდატებს პრაიმერიზშიც და რჩევნებშიც.
ეს ტრადიცია 1960 წლიდან იღებს სათავეს, მანამდე ამ სოფლის მოსახლეობა, რომელიც რამდენიმე ათეულს არ აღემატება, ხმის მისაცემად სხვაგან მიდიოდა, იმ წელს კი, შუაღამით 00:00 საათზე დიქსვილ ნოტჩის ყველა მცხოვრები, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება ჰქონდა, სოფლის ერთ-ერთ შენობაში შეიკრიბა და პირველი კენჭისყრა გამართა.
რატომ 00:00საათზე? – შტატის კანონმდებლობა უფლებას აძლევს სოფლებსა და ქალაქებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 100 ადამიანს არ აღემატება, გახსნან საარჩევნო უბნები შუაღამეს და დახურონ მას შემდეგ, რაც არჩევნების რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 100% მიიღებს მონაწილეობას. სოფელმა პირველმა ისარგებლა ამ უფლებით და საარჩევნო ღამისთევის ტრადიცია სამუდამოდ დაუკავშირდა მის სახელს.
ამომრჩევლის სიმცირის გამო, პირველივე ხმის მიცემის პროცედურა აქ რამდენიმე წუთში სრულდებაა და შესაბამისად, შედეგებიც მაშინვე გახდება ცნობილი, ამიტომ მთელი ამერიკა სულმოუთქმელად ელოდება, ვის და როგორ ,,უფერხებს'' დიქსვილ ნოტჩი.
წლეულს დიქსვილ ნოტჩი ჰილარი კლინტონისთვის აღმოჩნდა ფეხბედნიერი – შვიდი ამომრჩევლიდან ოთხმა მას მისცა ხმა, ორმა – დონალდ ტრამპს, ერთმა კი – ლიბერტარიანული პარტიის კანდიდატს გერი ჯონსონს, შესაბამისად, აქ და ნიუ-ჰემფშირსხვა სოფლებსა და ქალაქებში დაწყებული ხმის მიცემის პირველადი მონაცემებით, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი ლიდერობს.
რაც შეეხება ხმის მიცემის პროცედურას აშშ-ის სხვა შტატებში, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნება
.