მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

Published on

  2016 წლის 8 ნოემბერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები არის დანიშნული. ამ არჩევნებს არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში აქტიურად ადევნებენ თვალს, რადგან მისი შედეგები მთელი მსოფლიოს პოლიტიკისთვის იქნება მნიშვნელოვანი.შეფასებებს აკეთებენ ქართველი პოლიტიკოსებიც.სხვადსხვა პარტიის პოლიტიკური ლიდერები თვლიან, რომ ვინც არ უნდა გახდეს შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი, მსოფლიო წესრიგი არ დაირღვევა და შენარჩუნდება ურთიერთობები ქვეყნებს შორის, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობა.“ყოველთვის მნიშვნელოვანია ვინ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების თავად ჩამოყალიბებული ინსტიტუციონალური დამოკიდებულება მოკავშირე ქვეყნებთან, ვფიქრობ, არ შეიცვლება არცერთ შემთხვევაში,“ – განაცხადა ქართული ოცნების წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ.თუმცა პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ჰილარი კლინტონის პრეზიდენტობა უკეთესი იქნება. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საუბრისას ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას ბოლო პერიოდში ვაშინგტონთან კომუნიკაციის შესუსტებაში ადანაშაულებს და თვლის, რომ ეს საკითხი არჩევნების შემდეგ, სასწარაფოდ უნდა გამოსწორდეს.„ჰილარი კლინტონის პრეზიდენტობა ვფიქრობ, დადებითი იქნება იმ კუთხით, რომ მისი პოლიტიკა იქნება უფრო პრაგმატული და მიმართული რუსეთის გარშემო ქვეყნებში, როგორც თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე, ისე დემოკრატიის განმტკიცებაზე. ბალანსი რაც დღეს არის, დემოკრატი პრეზიდენტი და რესპუბლიკური სენატი, სავარაუდოდ შენარჩუნდება, ამიტომ რაიმე დიდ რყევებს არ უნდა ველოდოთ,“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი. 
 
 
 
 

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...