მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იქნება

Published on

  ბევრ ადამიანთან, რომელიც დღეს არის ჩვენს გუნდში, მქონდა პირადი, საქმიანი ურთიერთობა და ჩემთვის რეალურად ცნობილია ის პოტენციალი, რომელიც არის ჩვენს გუნდში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე წარდგენილმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალსიტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მოსახლეობას არჩევნებში მხარდაჭერისთვის. 
   „არჩევნების დასრულებისთანავე კონსულტაციები დავიწყეთ იმ პოზიციებთან დაკავშირებით, რომელიც მეცხრე მოწევევის პარლამენტში არჩეულ თითოეულ ადამიანს ექნებოდა. კონსულტაციები პრაქტიკულად ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა და დღეს გამოვაქვეყნეთ კონფიგურაცია, თუ ვინ რა პოზიციაზე იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში. ეს არის, რა თქმა უნდა, ხედვა, რომელიც შეჯერებულია პოლიტსაბჭოსთან და ჩვენი გუნდის ყველა წევრთან. რაც შეხება ჩემს როლს, მე მაქვს 4 წლიანი გამოცდილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობის და ბევრ ადამიანთან, რომელიც დღეს არის ჩვენს გუნდში, მქონდა პირადი, საქმიანი ურთიერთობა და ჩემთვის რეალურად ცნობილია ის პოტენციალი, რომელიც არის ჩვენს გუნდში. რა თქმა უნდა უმრავლესობის ლიდერის ამოცანები და ფუნქცია არის კარგი კოორდინაციის უზრუნვეყოფა, ასევე მედიასთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ყველა იმ შესაძლებლობის და შანსის გამოყენება, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება სწრაფი განვითარებისთვის. ჩვენი პირველი და მნიშვნელოვანი სამუშაო თემები, როგორც ეს პრემიერმა თქვა, იქნება იმ პრიორიტეტების გარშემო, რაზეც არჩევნების წინ ვსაუბრობდით. ეს არის: ეკონომიკური განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, განათლების სისტემის შემდგომი რეფორმირება, ინფრასტრუქტურის განახლება, მმართველობის რეფორმა. დარწმუნებული ვარ, როგორც მოკლე დროში ეფექტურად მოვახერეხეთ კონსულტაციების შედეგად ამ პოზიციებზე შეჯერება, ასევე ეფექტურად მოხდება შემდგომი სამუშაო საკითხების ჩამოყალიბება და ამ მუშაობის ინიცირება უკვე პარლამენტის ფარგლებში“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

სიახლეები

ბელარუსიდან რუსეთში საწვავის მიწოდებამ ივნისში რეკორდულ დონეს მიაღწია

ბელარუსმა ივნისში ავტობენზინისა და დიზელის საწვავის სარკინიგზო მიწოდება რეკორდულ დონემდე გაზარდა რუსეთის ბაზარზე ნავთობპროდუქტების...

ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, განუცხადა Reuters-ს კრემლთან დაახლოებულმა...

პოლონეთში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ოტვოცკში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების...

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ...