მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავრობაში ლარის გაუფასურების ფონზე პროდუქტებზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ

მთავრობაში ლარის გაუფასურების ფონზე პროდუქტებზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ

Published on

   ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, ფასების მატებას არ გამორიცხავენ უმრავლესობაში, თუმცა აცხადებენ, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება და ვითარება დროულად გამოსწორდება.გია ვოლსკი ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიუხედავად, მოსახლეობას ყურადღების გამახვილებას პოზიტიურ ფაქტორებზე ურჩევს.  „თუ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხდა კურსის დაბალანსება, ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს ფასებზეც, თუმცა არის სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლები, ფაქტორები, რომელიც ალბათ, კომპლექსურად უნდა იყოს გათვალისწინებული. ასე რომ  პოზიტიურ პროგნოზს ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ,“ – განაცხადა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.დაბალ ეკონომიკურ ზრდას უკავშირებენ ლარის კურსის გაუფასურებას ოპოზიციაში. ასევე შემცირებულ ინვესტიციებსა და ექსპორტს.მათი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის მიერ თანხის გადაჭარბებული ხარჯვა და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა.„უმთავრესი არის სუსტი ეკონომიკა და ნაკლები ინვესტიცია. სუსტია ექსპორტი, ამას ემატება ის, რომ ტურიზმისთვის ბოლო წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა, რომ ტურიზმიდან შემოსავლები გაზრდილიყო, ესეც ლარის კურსზე აისახება. საბოლოო ჯამში, მივდივართ იქამდე, რომ მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ის, რაც შემდეგ უკვე ლარზე აისახება,“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ცისკარიშვილი.
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...