მთავარისიახლეებიპოლიტიკაიენს სტოლტენბერგი:"ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სურს, მოამზადოს არსებითი სახმელეთო ძალები, რომლებიც რუსეთის აგრესიის შეკავებას...

იენს სტოლტენბერგი:”ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სურს, მოამზადოს არსებითი სახმელეთო ძალები, რომლებიც რუსეთის აგრესიის შეკავებას შეძლებს”

Published on

  რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ნატო-ს ასი ათასობით სამხედრო მოსამსახურე საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმში იქნება გადაყვანილი – ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სურს, მოამზადოს არსებითი სახმელეთო ძალები, რომლებიც რუსეთის აგრესიის შეკავებას შეძლებენ, – აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა  განაცხადა.„ჩვენ ვნახეთ რუსეთი, რომელიც ბევრი მიმართულებით გააქტიურდა. ჩვენ ვნახეთ უფრო ხისტი რუსეთი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სამხედრო პოტენციალს არსებითად აძლიერებს, რომელმაც 2 000 წლის შემდეგ თავდაცვის ხარჯები გაასამმაგა, ავითარებს ახალ სამხედრო შესაძლებლობებს, წვრთნის საკუთარ ძალებს და იყენებს სამხედრო ძალას მეზობლების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთი, რომელიც ევროპაში, ნატო-ს მოკავშირე ქვყენებში პროპაგანდას იყენებს და სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ რეაგირებს ნატო. ჩვენ ვპასუხობთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი გაძლიერებით ცივი ომის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
   ნატო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ადამ ტომსონმა განაცხადა რომ, ნატო-ს გეგმაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, 300 000-მდე ჯარისკაცისგან შემდგარი ძალების მობილიზება ორ თვეში შეძლოს. ამჟამად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ამისთვის დაახლოებით 6 თვე სჭირდება.

 
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...