მთავარისიახლეებიმსოფლიოთავდასხმის მცდელობა თუ ცრუ განგაში? – ნევადაში ტრამპს დაცვამ სიტყვა გააწყვეტინა...

თავდასხმის მცდელობა თუ ცრუ განგაში? – ნევადაში ტრამპს დაცვამ სიტყვა გააწყვეტინა და სცენიდან გაიყვანა

Published on

ნევადაში სიტყვით გამოსვლის დროს დაცვის თანამშრომლებმა დონალდ ტრამპი სცენიდან გაიყვანეს. მიზეზი თავდასხმის საფრთხე გახდა.
უსაფრთხოების სამსახურში შეტყობინება მიიღეს, თითქოს დარბაზში შეიარაღებული მამაკაცი იყო. ის სამართალდამცველებმა დააკავეს, თუმცა იარაღი ვერ აღმოაჩინეს. ინციდენტის შემდეგ დონალდ ტრამპი ტრიბუნასთან დაბრუნდა,  ,ვერ ვიტყვი, რომ ეს იოლი იყო, მაგრამ მე ვერავინ შემაჩერებს'' – განაცხადა მან და წინასაარჩევნო მიმართვა განაგრძო. 
მოგვიანებით ადგილბრივმა ტელევიზიამ გაავრცელა კადრბი, რომელზედაც ჩანს , თუ როგორ გაჰყავს  პოლიციელთა ჯგუფს დარბაზიდან ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ხელები ზურგსუკან აქვს შეკრული.
სარჩევნო შტაბში აკონკრეტებენ, თუ რა სახის შეტყობინება მიიღო დაცვამ, როცა ტრამპის სცენიდან დაუყოვნებელი გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც აღმოჩნდა, ვიღაცამ ბრბოს შუაგულიდან დაიძახა ,, პისტოლეტი!'' , რასაც დაცვის დაუყოვნებელი  რეაქცია მოყვა – ისინი  მთელი  სხეულით გადაეფარნენ და მხრებში ხელის ჩავლებით ,,გააჩაქჩაქეს'' სცენიდან კანდიდატი, ხოლო სხვებმა  წამსვე გაკოჭეს საეჭვო პირი. 
არჩევნებამდე დარჩენილ ორ დღეში პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი პენსილვანიაში, მიჩიგანსა და მინესოტაში აპირებს შეხვედრების გამართვას. ეს შტატები დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერით გამოირჩევიან. 
 



.

 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...