მთავარისიახლეებიპოლიტიკამმართველი პარტიის ფავორიტები საპარლამენტო თანამდებობებზე

მმართველი პარტიის ფავორიტები საპარლამენტო თანამდებობებზე

Published on

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს განცხადებას  პოლიტიკური საბჭოს სხდომასა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, წარდგენილი იქნება შემდეგი კანდიდატურები: 
პარლამენტის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე,  პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – თამარ ჩუგოშვილი,  თავმჯდომარის მოადგილეები – გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური და ილია ნაკაშიძე ( წარმომადგენელი აჭარიდან)
 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად დასახელდება არჩილ თალაკვაძე , ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ – მამუკა მდინარაძე,
საპარლამენტო კომიტეტების  თავმჯდომარეებად წარდგენილი იქნებიან: 
ოთარ დანელია – აგრარულ საკითხთა კომიტეტი; 
მარიამ ჯაში –  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 
კახა კუჭავა –  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
 რომან კაკულია  – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 
ზვიად კვაჭანტირაძე –  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი 
თამარ ხულორდავა  –  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 
ირაკლი სესიაშვილი    – თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
 ეკა ბესელია – იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 
გიორგი ლილუაშვილი – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 
სოფო ქაცარავა – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი  
გიორგი კახიანი–საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ირაკლი კოვზანაძე– საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
აკაკი ზოიძე – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
 
განცხადებაში დასახელებული არიან  საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეთა მოადგილეებიც, მათ შორის   სალომე ზურაბიშვილი – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადილედ, მერაბ ქვარაია  – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და სხვ. 
 
ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის,  ვის შესთავაზებენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას– მანანა კობახიძეს თუ გედევან ფოფხაძეს , გარკვეული არ არის ასევე,  ვინ დაიკავებს ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს და ვინ უხელმძღვანელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო  კომისიას.

 
 

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...