მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს გადაწყდება, თუ ვის წარადგენს მმართველი პარტია საკვანძო თანამდებობებზე პარლამენტში

დღეს გადაწყდება, თუ ვის წარადგენს მმართველი პარტია საკვანძო თანამდებობებზე პარლამენტში

Published on

დღეს ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, პოლიტსაბჭო დღევანდელ შეხვედრაზე შეაჯამებს ყველა იმ კონსულტაციის შედეგებს , რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ინდივიდუალურად მიმდინარეობდა კანდიდატებთან, და საბოლოოდ შეჯერდება და  გადაწყდება, თუ ვის წარადგენს   მმართველი პარტია მეცხრე მოწვევის პარლამენტში  ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
,,პოლიტსაბჭოს ფორმატი არის იმისთვის, რომ საბოლოოდ, ყველა მოსაზრება დაახლოვდეს და შეჯერდეს, შემდეგ განხილვა უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება. დღეს საბოლოოდ შეჯერდება  ვისი კანდიდატურა იქნება პარლამენტისთვის შეთავაზებული ყველა საპასუხისმგებლო პოზიციაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
პოლიტსაბჭოს შემდეგ, შეხვედრა ახალარჩეული პარლამენტის უმრავლესობის ფორმატში გაგრძელება. 
 
 

სიახლეები

ბელარუსიდან რუსეთში საწვავის მიწოდებამ ივნისში რეკორდულ დონეს მიაღწია

ბელარუსმა ივნისში ავტობენზინისა და დიზელის საწვავის სარკინიგზო მიწოდება რეკორდულ დონემდე გაზარდა რუსეთის ბაზარზე ნავთობპროდუქტების...

ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, განუცხადა Reuters-ს კრემლთან დაახლოებულმა...

პოლონეთში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ოტვოცკში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების...

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ...