მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაზა ბიბილაშვილი: მე პარტიის განცხადების წინააღმდეგ მივეცი ხმა

ზაზა ბიბილაშვილი: მე პარტიის განცხადების წინააღმდეგ მივეცი ხმა

Published on

ზაზა ბიბილაშვილი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მისცა ხმა, რადგან მიაჩნია, რომ: 
1. თუ საუბარი იქნებოდა მომხრეების დაგმობაზე და მათთან გამიჯვნაზე, უნდა დაგვეგმო ქმედებები და არა ადამიანები. 
2. რიგითი ან აქტიური მხარდამჭერების (ხშირად, სრულიად მიუღებელი ფორმისა და შინაარსის) საქციელის დაგმობა-გამიჯვნის საკითხი საერთოდ არ დადგებოდა დღის წესრიგში, რომ არ ყოფილიყო პირდაპირ თქმული, რომ ამ კამპანიის უკან დგას მიხეილ სააკაშვილი (რისიც მე არ მჯერა). ამ გზით, მოხდა სააკაშვილის მიმართ ძალის დემონსტრირება. 
3. ასე რომ არ ყოფილიყო, არჩევნების პერიოდში "აქტივისტების ნაწილისა თუ პარტიასთან (უაღრესად) აფილირებული ზოგიერთი ჯგუფის" მხრიდან ბევრი იყო ასეთივე ფორმითა და შინაარსით მიუღებელი ქმედება, რომელიც პარტიამ ვერ/არ აღკვეთა, რომელსაც პარტია არ გაემიჯნა (მიუხედავად ბევრი თხოვნისა) და რომელმაც "სარგებელი მოუტანა ივანიშვილის რეჟიმს, რომლის მომხრეებიც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ სამარცხვინო პროცესს."
4. მაგრამ მთავარი მაინც სხვაა. ამ განცხადებაში, დაგმობა-გამიჯვნის სოუსში მოცემულობად არის გამოცხადებული თემა, რომელიც პრაქტიკულად არ ყოფილა განხილვის საგანი და რომელიც არათუ არ არის მოცემულობა, არამედ თავად არის პარტიაში არსებული კრიზისის მთავარი მიზეზი. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ თურმე პარტიაში "დამკვიდრდა" "გადაწყვეტილებათა მიღების დემოკრატიული წესი", რაც ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) მოკრძალებული აზრით, ასე არაა. – ნათქვამია ზაზა ბიბილაშვილის განცხადებაში 
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...