მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტსაბჭოს სხდომაზე განცხადება შეიმუაშავა

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტსაბჭოს სხდომაზე განცხადება შეიმუაშავა

Published on

  ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.პოლიტსაბჭოზე რამდენიმე მთავარ საკითხზე იმსჯელეს – შეიქმნას ჯგუფი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას შეაფასებს,შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ყრილობას მოამზადებს. პარტიამ ასევე მიიღო სპეციალური განცხადება,  სადაც აღნიშნულია, რომ პარტიის ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი.განცხადებაში ნათქვამია, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, მიუხედავად ამისა და ძალადობრივი გარემოსი, პარტიამ მაინც მოახერხა ნახევარ მილიონამდე ხმა მიიღო, რისთვისაც ენმ მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ პარტია ბრძოლას აგრძელებს.
  ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიული აქტივისტების ნაწილი, პარტიასთან აფელირებული ზოგიერთი ჯგუფი და სოციალურ მედიაში დისკუსიის ზოგიერთი აქტიური მონაწილე ნორმალური განხილვის ფარგლებს გასცდა და პარტიის ლიდერების მიმართ ბინძური კამპანია აწარმოა, რაც სიცრუეს და ცილისწამებას ეფუძნებოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კამპანიამ სარგებელი მოუტანა ივანიშვილის რეჟიმს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი გმობენ შეთქმულების თეორიებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ და ემიჯნებიან ყველას, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო.
 
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...