მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართულ ოცნებაში'' გიგი უგულავას წერილს ეხმაურებიან

,,ქართულ ოცნებაში” გიგი უგულავას წერილს ეხმაურებიან

Published on

,,ქართულ ოცნებაში'' გიგი უგულავას წერილს ეხმაურებიან.
მანანა კობახიძის განცხადებით, ამ წერილით ის ირკვევა, რომ ”ნაციონალებში” დიდი განხეთქილება, აურზაურია და რომ მგონი, მიშა არავის აღარ უნდა, მაგრამ, იმის მიუხედავად, ვინ დარჩება თანამდებობაზე და ვინ არა, ”ნაციონალური მოძრაობა” ასოცირებული იქნება იმ ძალადობრივ სისტემასთან, რომელიც წინა ხელისუფლებამ შექმნა.
”იურიდიულად უცხო ქვეყნის მოქალაქე კარგა ხანია არ უნდა ყოფილიყო პარტიის თავმჯდომარე და ეს პირდაპირ კანონის დარღვევაა. აქედან გამომდინარე, აქ გიგი უგულავა ახალს არ ამბობს. სააკაშვილი არ იქნება და უგულავა იქნება, ეს მე ვფიქრობ, საზოგადოების თვალში ბევრს ვერაფერს შეცვლის. უგულავაც ისეთივე სახეა ”ნაციონალური მოძრაობის”, როგორც სააკაშვილი და ისინი ერთობლივად ქმნიდნენ იმ სისტემას, რასაც დანაშაულებრივი სისტემა ერქვა. შეიძლება პარტიულ თანამდებობაზე არ იყო, მაგრამ ის ამ პარტიას მოძღვრავს, მათი იდეოლოგია, მითუმეტეს, თუ მის დავალებებსა და ციხიდან მითითებებს ასრულებენ. ამიტომ იქნება თუ არა უგულავა რაიმე პოზიციაზე, რა მნიშვნელობა აქვს”
”ის, რომ სააკაშვილი და ბოკერია დღეს დაპირისპირებულ გუნდში ჩანან, ეს ჩვეულებრივი ბრძოლაა გავლენებისთვის, პარტიაში ავტორიტეტისთვის და პარტიის ხელში ჩაგდებისთვის. მაგრამ საზოგადოების თვალში ბოკერიაც, სააკაშვილიც, უგულავაც, მელიაც და ყველანი, ვინც არიან, მათ შორის ის 27 კაცი, რომელიც პარლამენტში შედის, ყველანი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელის ქვეშ ერთიანდებიან. თუნდაც ისინი ვინც გამოეყვნენ – ”გირჩი”, ვაშაძე და ა.შ. ყველა ერთი დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი გუნდია. ვიღაც სახელს გადაირქმევს, ვიღაც ამბობს რომ გადადგება და ა.შ. ამის მიუხედავად საზოგადოების თვალში ეს მაინც აღიქმება როგორც ის პარტია, რომელიც ქმნიდა დანაშაულებრივ რეჟიმს”, . -აცხადებს  მანანა კობახიძე

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...