მთავარისიახლეებიინტერვიუგრიგორი კარასინი : რუსეთი დაბრუნდა საქართველოს საკვანძო საგარეო ეკონომიკური პარტნიორების რიცხვში

გრიგორი კარასინი : რუსეთი დაბრუნდა საქართველოს საკვანძო საგარეო ეკონომიკური პარტნიორების რიცხვში

Published on

საქართველო კვლავ არ არის მზად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს, – ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა.
 
„ერთი მხრივ, ბოლო 4 წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდა ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვნად გაჯანსაღება და მისი იმ ჩიხიდან გამოყვანა, სადაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ბრალეულობით აღმოჩნდა. რუსეთი დაბრუნდა საქართველოს საკვანძო საგარეო ეკონომიკური პარტნიორების რიცხვში, მოხდა სატრანსპორტო მიმოსვლის ნორმალიზება, აქტიურად ვითარდება ტრადიციული ჰუმანიტარული კონტაქტები, კულტურული გაცვლა ანუ, მიღწეულია ძალიან ხელშესახები შედეგები, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს სრულად პასუხობს. ამავდროულად, ქართული მხარე კვლავ არ არის მზად აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რომელიც 2008 წლის სექტემბერში გაწყვიტა“, – განაცხადა კარასინმა.
 
მისი თქმით, ოფიციალური თბილისი რუსეთის მისამართით პერიოდულად „კონფრონტაციულ რიტორიკას“ მიმართავს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაწყებულ პოზიტიურ ტენდენციებს არ ამყარებს.
 
„ამაზე მუდმივად ვეუბნები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძეს, რეგულარული დიალოგის ფარგლებში“, – განაცხადა კარასინმა.
 
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების კონტაქტი დაგეგმილი არ არის.
 

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...