,,ნუ დაუჯერებთ თაღლითურ შეთავაზებებს ბინის მიღებასთან დაკავშირებით” – მინისტრის მოადგილე დევნილებს აფრთხილებს

0
391
დევნილთა და განსახლების სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ თაღლითურ შეთავაზებებს ბინის მიღებასთან დაკავშირებით , – ასე გამოეხმაურა  მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი  დევნილთათვის თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში  მხილებული პირის დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ 
„ბინების განაწილდება ხდება კრიტერიუმების შესაბამისად, კომისიურად, ღიად და გამჭვირვალედ. ყოველი ასეთი ფაქტი გამოაშკარავებული იქნება. 2016 წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 400 დევნილი ოჯახი მიიღებს. აქედან, 200 ოჯახი ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში“, 200 კი მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსში დადიანის ქუჩაზე. დევნილთა საკითხების შემსწავლელი გაფართოებული კომისია, რომელმაც 11 016 განაცხადიდან უნდა გამოავლინოს ის 400 დევნილი ოჯახი, რომლებსაც, კრიტერიუმების შესაბამისად, თბილისში ბინები გადაეცემათ მუშაობას 7 ნოემბრიდან იწყებს. კომისიის მუშაობის პროცესი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც დევნილი ოჯახების დაზუსტებული სია საჯარო გახდება და სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
სამინისტრო მოუწოდებს დევნილებს, რომ მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს, ან სამინისტროს ანონიმურობა დაცული იქნება”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
წინა სტატიაკომერციულ ბანკებში დოლარის ფასი ლარებში 2,5 ნიშნულს უახლოვდება
შემდეგი სტატიანიკა გვარამია დღეს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სტატუსით იყო გამოძახებული
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური