მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია დღეს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სტატუსით იყო გამოძახებული

ნიკა გვარამია დღეს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სტატუსით იყო გამოძახებული

Published on

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი   ნიკა გვარამია , რომელიც დღეს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სტატუსით იყო გამოძახებული,   დაკითხვიდან გამოვიდა.  
ნიკა გვარამიას ჯერ არ გაუკეთებია განცხადება იმაზე თუ რა ს ეხებოდა გამოძიების კითხვები.  განცხადება ამის შესახებ მას არც დაკითხვაზეშესვლის წინ გაუკეთებია, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მასთან  გამოძიებას კითხვები კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელების საქმესთან, კერძოდ,  ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით  დაკავშირებით აქვს.  
ეს დაადასტურა რუსთავი 2-ის იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ მცირე კომენტარებში.
იგი ამბობს, რომ მას არ აქვს იმედი ობიექტური გამოძიების იმედი. იურისტის განცხადებით, ამის თქმის საფუძველს მას ნიკა გვარამიას მიმართ წარსულში უკვე არსებული და გამოუძიებელი საქმეები აძლევს. აქვე დიმიტრი საძაგლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ და სხვა საქმეების უკან სპეცსამსახურები იდგნენ. 
"ნიკა გვარამიას მიმართ წარსულში არა ერთხელ იქნა განხორციელებული დანაშაულებრივი ნიშნების შემცველი ქმედებები. ყველა საქმეზე დაიწყო გამოძიება, თუმცა არცერთ მათგანს არ მოჰყოლია შედეგი. არც ახლა გვაქვს მოლოდინი, რომ გამოძიებას მოჰყვება კონკრეტული, შესაბამისი შედეგი და პასუხს აგებენ ის პირები, რომლებიც რეალურად ჩადიან დანაშაულს ნიკა გვარამიას მიმართ.
"რეალურად უკანონო გზით მოხდა ამ ჩანაწერის მოპოვება. კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის რესურსი ყველას არ გააჩნია. გამომდინარე ისევ და ისევ ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებული ქმედებებიდან, რომელზე გამოძიებას არ მოჰყვება შედეგი, ჩნდება ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან. არ არის გამორიცხული, ახლაც ასე იყოს,"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

სიახლეები

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ...

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე...

ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის-კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო...

2015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურის განცხადებით, 2015 წელს გიორგი კვარაცხელიას ჯგუფური განზრახ მკვლელობის საქმე გახსნეს. ბრალის დადგენილება გამოსცეს...