მთავარისიახლეებიეკონომიკადღეს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2 ლარი და 42 თეთრია

დღეს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2 ლარი და 42 თეთრია

Published on

ბოლო თვეების რეკორდული მაჩვენებელი – ლარი კვლავ უფასურდება. დღეს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2 ლარი და თითქმის 42 თეთრია, სავალუტო ჯიხურებში კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. არასახარბიელოა ეკონომიკური ექსპერტების პროგნოზები.ისინი ვარაუდობენ, რომ კურსი უახლოესი პერიოდის განმავლობაში არ დაიკლებს, თუმცა საახალწლოდ ვითარების მეტ-ნაკლებად დასტაბილურებას ელოდებიან.სპეციალისტები ამბობენ, რომ შექმნილმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უსაფუძვლო იყო ბრალდებები ბანკების მიმართ და ხელისუფლებას მდგომარეობის შესაცვლელად ეკონომიკური მიმართულებით გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.„დეკემბრის ბოლოს წინასაახალწლო პერიოდში ცოტათი გამყარდეს, გადმორიცხვები მატულობს საქართველოში და ასე შემდეგ. მომავალი თვენახევარი მე ვერ ვხედავ იმის საშუალებას, რომ ლარის კურსი მნიშვნელოვანად გამყარდეს. ეს ასევე დამოკიდებულია მთავრობის ქმედებაზე. ჩემი აზრით შეცდომა იყო ვალუტის რეზერვების გაყიდვა,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის მთავარმა  ეკონომისტმა ბესიკ ნამჩავიძემ.
 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...