მთავარისიახლეებიკულტურაზუგდიდის თეატრის პრემიერა მოსწავლეთა სასახლეში

ზუგდიდის თეატრის პრემიერა მოსწავლეთა სასახლეში

Published on

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულმა  სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა   პრემიერა გამართა. საპრემიერო სპექტაკლი  “პაწია მეგობრები’’   ნიკო ლომოურის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით არის დადგმული. 
სპექტაკლის რეჟისორია  გეგა ქურციკაძე, რომელიც მასზე  დასის გამოცდილ  და  ახალბედა მსახიობებთან ერთად მუშაობდა.
რეჟისორის თქმით, მომავალ თაობას უნდა მივაწოდოთ  მთავარი ცხოვრებისეული ღირებულებები –  მოყვასისადმი  სიყვარული და მეგობრისათვის თავგანწირვა,   ეს ნაწარმოები და სპექტაკლიც  ამ ამოცანას  პასუხობს.
სპექტაკლისთვის სპეციალურად შეიქმნა ახალი დეკორაციები და კოსტიუმები. კოსტიუმების მხატვრობაზე კი დიზაინერმა მარიკა კორკელიამ იზრუნა.
სპექტაკლი მაყურებელმა გულთბილად მიიღო
აღსანიშნავია, რომ თეატრმა, რომელიც ცნობილი მიზეზების გამო საკუთარი სცენის გარეშე არის დარჩენილი,  სპექტაკლი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში წარმოადგინა 
 

სიახლეები

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...

კობახიძემ მდინარაძეს “სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის” წოდება მიანიჭა

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის" წოდება მიანიჭა - ამის შესახებ კობახიძის...

უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის მილოცვის წერილი გაუგზავნა

ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური...