მთავარისიახლეებიეკონომიკათბილისის მერიამ წინასაარჩევნო ხარჯების გამო წარმოქმნილი დანაკლისის ანაზღაურება სოციალურად დაუცველთა ხარჯზე...

თბილისის მერიამ წინასაარჩევნო ხარჯების გამო წარმოქმნილი დანაკლისის ანაზღაურება სოციალურად დაუცველთა ხარჯზე გადაწყვიტა

Published on

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები კომუნალური გადასახადებისთვის გამოყოფილ 106 ლარს აღარ მიიღებენ.  ოჯახებს აუნაზღაურდებათ უშუალოდ გაწეული ხარჯი და თანხა პირდაპირ კომპანიებს ჩაერიცხებათ. დედაქალაქის მთავრობას ამ პროექტზე 9 მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ამ ცვლილებით წინასაარჩევნო ხარჯების გამო წარმოქმნილი დანაკლისის ანაზღაურებას გეგმავს. კიდევ ერთი პრობლემა ორ უწყებას შორის არაკოორდინირებული მუშაობაა, რის შედეგადაც ასობით ოჯახი კომუნალური მომსახურების გარეშე დარჩა.
კომუნალური სუბსიდირების პროგრამით სოციალურად დაუცველი ოჯახები 5 თვის განმავლობაში სარგებლობენ. წლების წინ მომზადებული წესი მერიამ შარშან შეცვალა და დახმარებას თბილისის ყველა მაცხოვრებელის ნაცვლად, მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულებს აძლევენ.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...