მთავარისიახლეებიმსოფლიოაფეთქება ანტალიის ავტოპარკინგზე - ტერაქტი თუ შემთხვევითობა?

აფეთქება ანტალიის ავტოპარკინგზე – ტერაქტი თუ შემთხვევითობა?

Published on

თურქეთის მედია ავრცელებს ინფორმაციას , რომ დღეს დილით ადგილობრივი დროით 8 :50 სთ. ანტალიაში  სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავტოპარკინგზე აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა ერთ-ერთი ავტომობილი, ხოლო აფეთქების ტალღამ ჩაამსხვრია პალატის შენობის მინები   და  მნიშვნელოვნად დააზიანა პარკინგზე მდგარი   რამდენიმე სხვა ავტომობილიც .   დაშავდა  12-მდე ადამიანი, მედიკოსების ცნობით ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და ძირითადად მინის  ნამსხვრევებისგან   მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.  
აფეთქების მიზეზებს პოლიცია არკვევს. აღსანიშბნავია, რომ პალატის შენობა  მდებარეობს გარეუბანში, სადაც ხალხმრავლობა იშვიათია და არც დილით ყოფილა მოსალოდნელი, რაც, ჩვეულებისამებრ, ნაკლებად ,,მიმზიდველია'' ტერორისტებისათვის, შესაბამისად, პოლიციას სხვა გარემოებების გათვალისწინებითაც აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ მომხდარი შესაძლოა, შემთხვევითობის ან ავარიის შედეგი იყოს, თუმცა მიმდინარეობს ყვეა შესაძლო ვერსიის და მათ შორის ტერაქტის ვერსიის შესწავლაც.
ანტალიის მერის მენდერეს ტურელის განცხადებით  ტერაქტზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია,  ყვეაფერს გამოძიება დაადგენს – განაცხადა მან ადგილობრივი ტელევიზისატვის მიცემულ ინტერვიუში და მოსახლეობას და ტურისტებს  სიმშვიდისაკენ მოუწოდა. 
მან აღნიშნა, რომ დღეს  სამრეწველო პალატაში  მისი მონაწილეობით ოფიციალური ღონისძიების ჩატარება იყო დაგეგმილი. ,, სხდომა არ გადაიდება''  – განაცხადა ანტალიის მერმა. 
 

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...