მთავარისიახლეებიპოლიტიკა"კრწანისში"დაღუპული გიგა შენგელიას დედა არ ეთანხმება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი შვილი...

“კრწანისში”დაღუპული გიგა შენგელიას დედა არ ეთანხმება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი შვილი ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა ტერიტორიაზე

Published on

სამხედრო განათლების სარდლობის  მხარდამჭერ  ცენტრ „კრწანისში“ დაღუპული გიგა შენგელიას ოჯახი ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში ცხოვრობს. ჟურნალისტებთან საუბარში მისი დედა, ელზა ლოგუა კატეგორიულად  უარყოფს ოფიციალურ ვერსიას და აცხადებს, რომ  მისი შვილი იგი თბილისში შეყვარებულის სანახავად იყო ჩასული და  გამორიცხავს, რომ იარაღით, ყაჩაღობის მიზნით შეიძლება შეჭრილიყო „კრწანისში“. 
გიგა შენგელიას დადებითად ახასიათებენ მეზობლებიც  და არ ეთანხმებიან თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ  გარდაცვლილი უაღრესად პატიოსანი ახალგაზრდა იყო და იარაღი არასდროს ჰქონია. მისივე თქმით, გიორგი შენგელიას  ძმა ადრე კრწანისის ბაზაზე მსახურობდა.  
 არაოფიციალური ინფორმაციით, იმ ორი პირიდან, რომელმაც გუშაგის მიერ ცეცხლის გახსნის შემდეგ გაქცევა მოახერხა, ერთ-ერთი სწორედ გარდაცვლილი შენგელიას ძმაა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. 
 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...