ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე დილით, სანამ უბანი გაიხსნებოდა, ელექტროენერგია გამოირთო

0
395
 ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე დილით, სანამ უბანი გაიხსნებოდა, ელექტროენერგია გამოირთო. საარჩევნო კომისიამ პროცედურული საკითხები სანთლის შუქზე გაიარა.
79-ე უბნის საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვლადიმერ მირცხულავას განმარტებით, ელქტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემა ეცნობა საოლქო-საარჩევნო კომისიას , მისი თქმით,  აღნიშნულ პრობლემას ხელი არ შეუშლია კომისიის მუშაობისთვის,რამდენიმე წუთში გენერატორის საშუალებით აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრა. პირველმა ამომრჩეველმა 79 – ე უბანზე 09:12 წუთზე მისცა ხმა. ჯიხაშკარის ორივე უბნის პერიმეტრზე პოლიციელთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.

 

წინა სტატიაცენტრალური საარჩევნო კომისია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მედიაში გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლა
შემდეგი სტატიაყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებმა ამ დროისათვის ხუთი საჩივარი დაწერეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური