მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლების გაკონტროლების მცდელობის საშიში ტენდენცია, ასე აფასებს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი საკონსტიტუციო სასამართლოს...

ხელისუფლების გაკონტროლების მცდელობის საშიში ტენდენცია, ასე აფასებს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევას

Published on

გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ახალ თავმდჯდომარედ აირჩიაზაზა თავაძე , რომელიც 10 დღის ვადაში მოადგილეებს დანიშნავს.
ხელისუფლების გავლენის გაძლიერება საკონსტიტუციო სასამართლოზე და სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლების მცდელობის საშიში ტენდენცია –  ასე აფასებს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევას. მათი განცხადებით, მმართველი გუნდის მიზანმიმართულმა ქმედებებმა თავისი შედეგი გამოიღო და ეს ინსტიტუტი ფაქტობრივად დაიქვემდებარა.
,„თავაძის არჩევა ნიშნავს რეალურად ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებას საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლო იყო ბარიერი, შემაფერხებელი ფაქტორი იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩაეგდო ხელში რუსთავი 2  და ეს პროცესი მიეყვანა ბოლომდე,“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი. სახელისუფლო ზეწოლის საშიშროებაზე საუბრობს თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი ლევან სამუშია. ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების პროცესი ორჯერ ჩაიშალა და ერთ-ერთი სწორედ ზაზა თავაძე იყო, რომელმაც არ მიიღო მონაწილეობა ამ განხილვაში. ოპონენტების ამ მოსაზრებებს არ იზიარებენ ქართულ ოცნებაში. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის შეფასებით, წინასწარ ცუდი განცხადებების კეთება, უარყოფითი ენერგიის მობილიზება  არ არის კარგი ქვეყნისთვის.„ეს არ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ასე წარმოუდგენია ქვეყნის მომავალ, რომ რაღაც ინსტიტუტები იმართებოდეს პოლიტიკური ჯგუფების და ხელისუფლების მიერ,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.  
 

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...