მთავარისიახლეებიმსოფლიოჩეხეთი რუსულ პროპაგანდას უპირისპირდება

ჩეხეთი რუსულ პროპაგანდას უპირისპირდება

Published on

ჩეხეთის შშ სამინისტროში რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მომდინარე პროპაგანდასთან ბრძოლის ქვეგანყოფილება შეიქმნა. – ცნობას ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელის მილან ხოვანეცის ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო  Reuters -ი ავრცელებს.
ახალ სტრუქტურაში 20 ადამიანი მუშაობს, მათი ამოცანებია  რეაგირება რუსულ  დეზინფორმაციაზე , რომელიც  სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება,  და საჯარო მოხელეთა ინფორმირება მასთან ბრძოლის გზებზე.
,,ჩვენ ყველა სმარტფონზე უნდა მოვხვდეთ“-  განაცხადა ხოვანეცმა სტრატეგიული კომუნიკაციებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. 
სააგენტო აცხადებს, რომ ამ საკითხის კომენტირების თხოვნაზე  კრემლისგან   უარი მიიღო.
2011 წლის აღწერის მონაცემებით, ჩეხეთში  30 ათასი რუსეთიდან ჩასული ადამიანი ცხოვრობს . მათი ჩართულობით ათეულობით საიტი მუშაობს  დასავლეთის მიმართ მოსკოვის  პოზიციის პროპაგანდაზე.  ხოვანეცის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს სჯერა იმისა, რასაც ,,ალტერნატიულ’’ საინფორმაციო საიტებზე კითხულობს.
სექტემბერში ჩეხეთის საინფორმახციო უსაფრთხოების სამსახურმა (BIS) თავის  ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნა, რომ რუსეთი ქვეყნის წინააღმდეგ ინფორმაციულ ომს აწარმოებს.  
BIS-ის მონაცემებით, .რუსული საინფორმაციო კამპანიის მიზანი 2015 წელს იყო ადგილობრივი მასმედიაში შეღწევა  და ევროკავშირის, უკრაინისა და ნატოს წინააღმდეგ პროპაგანდის გააქტიურება.
 ერთი წლის წინათ   ჩეხეთის სპეცსამსახურებმა რუსეთი დააადანაშაულეს მათ ქვეყანაში კომინტერნის მსგავსი პროპაგანდისტული სტრუქტურის შექმნის მცდელობაში. 
 

სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....

უილსონი-ქართული ოცნება მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, 21 მაისს სიტყვით გამოვიდა ჰადსონის ინსტიტუტში საქართველოს შესახებ გამართულ...

საია-ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია

საია 2026 წლის 21 მაისს ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება...