მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ნაციონალურ მოძრაობაში "მოთაფვლის" პოლიტიკად აფასებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ნაციონალურ მოძრაობაში “მოთაფვლის” პოლიტიკად აფასებენ

Published on

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ მათთვის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები მისაღებია და მზად არიან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, ნაციონალურ მოძრაობაში "მოთაფვლის" პოლიტიკად აფასებენ. მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად არ დგამს ნაბიჯებს იმისკენ, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში. "როგორც ჩანს რუსეთის ხელისუფლება ძალიან კმაყოფილია არჩევნების შედეგებით იმიტომ, რომ ხელისუფლებაში დარჩა პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც დასავლური ორიენტაცია არის დეკლარაცია და რეალურად არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ამ ქვეყნის ეკონომიკური და სხვა სახის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში. რუსეთმა როგორც ჩანს გადაწყვიტა, გადავიდეს შეტევაზე – ამჯერად მოთაფვლის პოლიტიკის გატარებით და შეეცადოს დაგვარწმუნოს იმაში, რომ რუსეთს უფრო მეტი შეუძლია შესთავაზოს საქართველოს ვიდრე დასავლეთმა,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძეც. "არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გვახსოვს კარასინის განცხადებები, რომ რუსეთისთვის სულ ერთი არ არის როგორ დამთავრდება საქართველოში საპარლამენტო არჩევნები. ეს ყველაფერი შექმნა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, ამ არჩევნების შედეგები  მოგვწონს თუ არა, როგორც მოცემულობას ისე უნდა შევხედოთ,"- აცხადებს კაციტაძე. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნოემბერში თბილისში რუსი ბიზნესმენები ჩამოვლენ. 
 
 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...