მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, საბრძოლო განწყობა, არშეგუება ამ აფიორასთან მანიპულაციებთან...

მიხეილ სააკაშვილი: ,,ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, საბრძოლო განწყობა, არშეგუება ამ აფიორასთან მანიპულაციებთან და ზეწოლასთან. ეს რუსი ოლიგარქის მმართველობის დასუსტების შეუქცევადი პროცესია.(Video)

Published on

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს ვიდეომიმართვას ერთიანი ნაციიონალური მოძრაობისა და მისი მხარდამჭერებისადმი.
 ,,თვალი გადავავლე  ქართულ დებატებს და დისკუსიებს.  მინდა გითხრათ, რომ  რამდენიმე დღე მოწყვეტილი ვიყავი  ამას და ერთი რამ მინდა გითხრათ: მე არასოდეს, წინასაარჩევნო  გამოსვლებში,  მითქვამს რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში , საქმე იმაშია, რომ თუ პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი,  იგივე ის ხალხი,  რომლებიც მიკიჟინებენ, თუ რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად და ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი დავედანაშაულებინე მე პირადად და ჩვენი მომხრეები სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებაში.
ჩემი პოზიცია იყო ყოველთვის ძალიან ნათელი, ჩვენ ვაპირებდთ პირველ ტურში გამარჯვებას და შემდეგ უკვე ვაპირებდი ჩამოსვლას მეორე ტურისთვის და ასევე არჩევნების დაცვაში მონაწილეობის მიღებას. 
მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა – უპრეცენდენტო მასშტაბის მანიპულაციები და გაყალბება პიველი ტურის და როგორ უნდა მოხდეს ამაზე რეაგირება , ეს ადგილზე მყოფი ლიდერების და აქტივისტების გადასაწყვეტია, რადგან ისინი უკეთ ხედავენ. 
ერთი რამ ჩემთვის მზესავით ნათელია – ნაციონალურმა მოძრაობამ მანიპულაციებისა და გაყალბების გათვალისწინებით მიიღო 600 ათასზე მეტი ხმა. ეს არის ძალიან ბევრი ამ რეპრესიებისა და ზეწოლის პირიბებში. ხალხმა გაიგო, რომ ივანიშვილმა ჩაიდინა დიდი მანიპულაციები და არჩევნების გაყალბება ( ეს პრაქტიკულად მთელმა საქართველომ იცის). ეს  რუსი ოლიგარქის მმართველობის დასუსტების შეუქცევადი პროცესია, მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენ გამარჯვებამდე.
 ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, მნიშვნელოვანია საბრძოლო განწყობა, მნიშვნელოვანია არშეგუება ამ აფიორასთან, მანიპულაციებთან და ზეწოლასთან. ვიცი, რომ ეს რთულია, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოვა. აბა, თქვენ იცით! – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი
 

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...