მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინაში ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელით მოწამვლის შედეგად 63 ადამიანი გარდაიცვალა

უკრაინაში ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელით მოწამვლის შედეგად 63 ადამიანი გარდაიცვალა

Published on

უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფალსიფიცირებული ალკოჰოლით 140 ადამიანი მოიწამლა, აქედან 63 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
ყველაზე დიდი რაოდენობის მსხვერპლი ხარკოვის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც 49 ადამიანი გარდაიცვალა. სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, მეთილალკოჰოლის შემცველობა 37 გარდაცვლილის სისხლში აღმოჩნდა.ალკოჰოლით მოწამვლის პირველი შემთხვევა სექტემბრის პირველ რიცხვებში დაფიქსირდა.უკრაინული მედიის ცნობით, მოწამლულთა უმრავლესობამ ალკოჰოლური სასმელები მცირე ზომის მაღაზიებში შეიძინეს.საგამოძიებო ორგანოების განცხადებით, ფალსიფიცირებული სასმელი ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით იაფი ღირს.
 
 

სიახლეები

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს , უნდა დავამხოთ – ბაჩო ახალაია

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა...